ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი გადაიდო. ის 4 მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოსამართლე ტანია ჩუტკანის განცხადებით, ის განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. დაცვის მხარის განცხადებით, დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის ბრალდება არ უნდა წარედგინოს, რადგან ის პრეზიდენტის იმუნიტეტს ფლობდა. ამჟამად ფედერალური სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამათლისგან შემდგარი კოლეგია ტრამპის ადვოკატების არგუმენტებს განიხილავს. კოლეგიამ, შესაბამისი გადაწყვეტილება, შესაძლოა, უკვე მომავალ კვირაშივე მიიღოს. დონალდ ტრამპს ბრალი სისხლის სამართლის კიდევ 3-მ საქმეზე აქვს წაყენებული.