არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი აცხადებს, რომ პარლამენტი ვალდებულია სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი კიდევ უფრო მეტად გააფართოვოს - ვინ იზიარებს მესამე სექტორის ამ პოზიციას და რა განცხადებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან - Palitra News

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი აცხადებს, რომ პარლამენტი ვალდებულია სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი კიდევ უფრო მეტად გააფართოვოს - ვინ იზიარებს მესამე სექტორის ამ პოზიციას და რა განცხადებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან

2024-02-03 19:19:53+04:00

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი იზიარებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტი ვალდებულია რეალური სამუშაო პროცესი უზრუნველყოს და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი კიდევ უფრო მეტად გააფართოვოს. “ქართული ოცნების” ზოგიერთი ოპონენტი ამტკივებს, რომ პროცესის საბოტაჟს არა მესამე სექტორი, არამედ თავად ხელისუფლება ახორციელებს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მსგავსად, არასამთავრობო სექტორიც ხშირად არასწორი მიმართულებით იბრძვის.