რა აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის სალომე ზურაბიშვილს. ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე თავისი საქმიანობის წლიურ მოხსენებას წარადგენს. ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ზურაბიშვილის გამოსვლას დაესწრებიან, თუმცა როგორც თავად ამბობენ, განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ. სამთავრობო გუნდის წევრები ისევ იმაზე საუბრობენ, რომ უცხოეთში ვიზიტებით ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ამ წუთისთვის სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ ფლანგზე იმყოფება.