ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს ახალ სამთავრობო პროგრამას სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. სამთავრობო პროგრამაში საუბარია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორისაა ქვეყნის ოკუპაცია და რეგიონული კრიზისები. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ამ მხრივ გამოწვევები ბოლო პერიოდში უფრო მეტად გაიზარდა. ამის მიუხედავად, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი ახალი სამთავრობო პროგრამა ფასადური და ზედაპირულია.