ერაყის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ განცხადებას ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ოფისი ავრცელებს.
ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ოფისის ცნობით, აშშ-ის მიერ ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 25 ადამიანი.
ერაყის მთავრობამ აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები დაგმო.
„აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის რეგიონში ყოფნა ერაყის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს და რეგიონულ და საერთაშორისო კონფლიქტებში ერაყის ჩართვის გამამართლებელ მიზეზად იქცა“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.