ერაყის პრემიერი - აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა - Palitra News

ერაყის პრემიერი - აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

2024-02-03 16:07:40+04:00

ერაყის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ განცხადებას ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ოფისი ავრცელებს.

ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის ოფისის ცნობით, აშშ-ის მიერ ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 25 ადამიანი.

ერაყის მთავრობამ აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები დაგმო.

„აშშ-ს ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის რეგიონში ყოფნა ერაყის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს და რეგიონულ და საერთაშორისო კონფლიქტებში ერაყის ჩართვის გამამართლებელ მიზეზად იქცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.