პარიზის რკინიგზის მთავარ სადგურში დანით შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი დაჭრა - Palitra News

პარიზის რკინიგზის მთავარ სადგურში დანით შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი დაჭრა

2024-02-03 14:59:10+04:00

პარიზის რკინიგზის მთავარ სადგურში დანით შეიარაღებულმა პირმა 3 ადამიანი დაჭრა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულთაგან ორს მსუბუქი ჭრილობები აქვს, ხოლო მესამე მათგანი მძიმედ დაშავდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პარიზის პოლიციამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია და თავდასხმის მოტივის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.