საბერძნეთში შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის პოლიცია ავრცელებს.
ათენის პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
ერთ-ერთმა ბერძნულმა გაზეთმა სამინისტროს ტერიტორიაზე ბომბის განთავსების შესახებ სატელეფონო ზარი მიიღო.
გაზეთმა მიღებული ინფორმაცია პოლიციას აცნობა, რომელმაც აფეთქებამდე სამინისტროს ტერიტორიას ალყა შემოარტყა.
აფეთქების შედეგად სამინისტროს შენობა დაზიანდა. პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.