დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მასთან საუბრისას ისრაელისა და პალესტინის ორ სუვერენულ სახელწმიფოდ ჩამოყალიებების პრინციპი ბოლომდე არ გამორიცხა. ქემერონმა აღნიშნა, რომ დადგება დრო, როდესაც დიდი ბრიტანეთი პალესტინური სახელმწიფოს აღიარებას განიხილავს. მისივე თქმით, ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ ისრაელითვის უმთავრესია საკუთარი საზღვრებისა და მოსახლეობის დაცვაა, თუმცა თუ პალესტინურ მხარესთან ურთიერთობა დარეგულიერდება, ორი სახელმწიფოს პრინციპი, შესაძლოა რეალობად იქცეს.