უკრაინის მთავრობამ თეთრ სახლს აცნობა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა. „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, მაგრამ არ გააპროტესტეს და ასეთი ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტის სუვერენულ არჩევნად აღიარეს. „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ზელენსკიმ, შეიძლება, ზალუჟნის გადაყენების გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით გადადოს, მაგრამ, გამოცემა იუწყება, რომ „ეს ნაკლებად სავარაუდოა“.