„უნიკალური ჯავახეთი - ჭარბტენიანი ტერიტორიები და ადამიანის კეთილდღეობა“ - ამ სახელწოდებით, გარემოს დაცვის სამინისტრომ და სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა „ნაკრესი“ ღონისძიება გამართეს. ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაციები ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობაზე, ჯავახეთის ჭარბტენიანი ტერიტორიების აღდგენაზე, ეკოტურიზმზე და ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ მომზადდა. ცნობისთვის, საქართველოს საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხი ჭარბტენიანი ტერიტორია აქვს აღიარებული. ესენია - კოლხეთის, ქობულეთის, ბუღდაშენის და მადათაფას ე.წ. „რამსარის საიტები“. ღონისძიება ჭარბტენიანი ტერიტორიების მსოფლიო დღის აღსანიშნავად ჩატარდა, მიზანი კი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.