ევროკორეკომენდაციების შესრულების შესახებ 29 იანვარს გამართულ სამუშაო შეხვედრას ოპოზიცია კვლავ სკეპტიკურად უყურებს - რას ამბობენ სამუშაო ჯგუფში ჩართული ხელისუფლების ოპონენტები - Palitra News

ევროკორეკომენდაციების შესრულების შესახებ 29 იანვარს გამართულ სამუშაო შეხვედრას ოპოზიცია კვლავ სკეპტიკურად უყურებს - რას ამბობენ სამუშაო ჯგუფში ჩართული ხელისუფლების ოპონენტები

2024-02-03 11:44:54+04:00

ევროკორეკომენდაციების შესრულების შესახებ 29 იანვარს გამართულ სამუშაო შეხვედრას, კვლავ სკეპტიკურად უყურებენ ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც სამუშაო ჯგუფში არიან ჩართულები. მათ მიაჩნიათ, რომ ის შეხვედრები, რომელსაც მმართველი პარტია, 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით ატარებს, ფასადურია. მათივე თქმით, სამთავრობო გუნდი ისეთ მოცემულობას ქმნის, თითქოს ისინი მზად არიან, რომ ნაკისრი ვალდებულებების შეასრულონ. რეალურად კი ოპოზიციის შეფასებით, მმართველი პარტია არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს.