უკვე ცნობილია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. აღნიშნულ პროგრამაში საუბარია ოკუპაციასა და რეგიონული კრიზისების თაობაზე - ასევე აღნიშნულია, რომ ამ მხრივ გამოწვევები გაიზარდა. ახალ სამთავრობო პროგრამას პოლიტიკურ სივრცეში უკვე გამოეხმაურნენ.