უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 9 დრონი ჩამოაგდეს - Palitra News

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 9 დრონი ჩამოაგდეს

2024-02-03 11:25:28+04:00

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 9 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 3 თებერვლის ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-136/131 ტიპის 14 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, რომელთაგან უკრაინელმა სამხედროებმა 9 ჩამოაგდეს.

რუსების მიერ გაშვებული დრონების სამიზნეს დნეპროპეტროვსკის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე 2 სარაკეტო და 86 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.