ჩილეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ტყის ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AFP-ი ავრცელებს.
ჩილეს პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა კატასტროფის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რათა ხანძრის ჩასაქრობად ყველა საჭირო რესურსი იყოს ხელმისაწვდომი.
ჩილეში, ცენტრალურ ვალპარაისოს რეგიონში, ტყის ხანძარი რეგიონის ასობით სახლს ემუქრება.
ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ ხანძარზე გავლენას სიცხე და გვალვა ახდენს, რაც თავის მხრივ, „ელ-ნინიოს“ კლიმატური მოვლენით არის გამოწვეული.