„თეგეტა მოტორსმა" უზბეკეთში ამერიკული ბრენდი Mobil-ი ოფიციალურად წარადგინა - Palitra News

„თეგეტა მოტორსმა" უზბეკეთში ამერიკული ბრენდი Mobil-ი ოფიციალურად წარადგინა

2024-02-02 20:03:04+04:00

„თეგეტა მოტორსმა" უზბეკეთში ამერიკული ბრენდი Mobil-ი ოფიციალურად წარადგინა. ღონისძიებას, რომელიც „ჰილტონ ტაშკენტში“ გაიმართა, უზბეკეთის სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ამერიკულ ბრენდს Mobil-ს, და ასევე უზბეკეთში „თეგეტას“ გეგმების შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიეღოთ. ღონისძიება უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა და მას 200-მდე სტუმარი დაესწრო.