გია ხუხაშვილი - „გაინტერესებთ ღარიბაშვილი რატომ მოხსნა? იმიტომ, რომ ყელში ამოუვიდა ის, რომ ყველაფერს ბიძინა აკეთებს. ძალიან ძნელია უყურო, რომ შენ აკეთებ რაღაცებს და შენ პრობლემების მეტი არაფერი გაქვს. ეს პატარა ბიჭები „გაგულავდნენ“. თუ ამ ქვეყანაზე რამე გაფაჩუნდება ყველაფერი პრემიერ-მინისტრის დავალებით ხდებაო, ანუ ბიძინას გაკეთებულს ღარიბაშვილს აბრალებდნენ. ამასობაში ბიძინას ანგარიშებს უყინავენ და გაგიჟდა კაცი. ადგა და მიუჩინა თავის ადგილი და თქვა კიდევაც, რომ მე არ მომისურვებია, თვითონ მიხვდაო რაც უნდა გაეკეთებინაო და თავისი სურვილით წავიდაო“, - განაცხადა ხუხაშვილმა.