კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023", რიგით მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ნომინაციაში საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში, გამარჯვებულია რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ლანა კოკაია სტატიისთვის, „როგორ ვიმუშავე ქსელურ მარკეტში და რა გავიგე დასაქმებულთა უფლებებზე“. წელს პრიზები 7 საპრიზო კატეგორიაში გაიცა. გამარჯვებულები ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ტიბორ კოზმამ დააჯილდოვეს.