14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის 4-მა მოწმემ და სკოლის დირექტორმა ჩვენება მისცა - რა განაცხადეს დირექტორმა და მოწმეებმა - Palitra News

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის 4-მა მოწმემ და სკოლის დირექტორმა ჩვენება მისცა - რა განაცხადეს დირექტორმა და მოწმეებმა

2024-02-02 19:48:46+04:00

14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედის ეგანა მაგარამოვას და ბიძის ნატიკ მაგარამოვის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის 4-მა მოწმემ ჩვენება მისცა. მხარეების კითხვებს იმ სკოლის დირექტორიც პასუხობდა, სადაც აითაჯ შახმაროვა სწავლობდა.