14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე დაკავებული, არასრულწლოვნის დედის ეგანა მაგარამოვას და ბიძის ნატიკ მაგარამოვის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს ბრალდების მხარის 4-მა მოწმემ ჩვენება მისცა. მხარეების კითხვებს იმ სკოლის დირექტორიც პასუხობდა, სადაც აითაჯ შახმაროვა სწავლობდა.