სალომე ზურაბიშვილი წლიურ ანგარიშს ამზადებს. რა აქვს სათქმელი საქართველოს პრეზიდნეტს?ზურაბიშვილი დეპუტატების წინაშე 6 თებერვალს უნდა წარსდგეს, თუმცა მიეცემა თუ არა მას პარლამენტის ტრიბუნით სარგებლობის უფლება, ამ დრომდე პოლიტიკურ წრეში განხილვის თემაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ქართულმა ოცნებამ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში ბოიკოტი გამოუცხადოს. ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფს ქართული ოცნება.