პარლამენტის ბიუროს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ოფიციალურად წარედგინა. მთავრობის შემადგენლობაში ცვლილება მხოლოდ თავდაცვის მინისტრს შეეხება. ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. მთავრობის ახალი შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი ჯერ პარლამენტის კომიტეტებზე, ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფის სხდომებზე, შემდეგ კი პლენარულ სესიაზე წარიმართება. ამის პარალელურად პოლიტიკურ სპექტრში ირაკლი კობახიძის მეთაურობით ახალი მთავრობის არჩევის საკითხიც აქტიურად განიხილება. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან და დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს ახალ მთავრობას