ჯო ბაიდენმა დასავლეთ სანაპიროზე დასახლებული ისრაელის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი პალესტინელებზე თავდასხმაში ედებათ, სანქციები დაამტკიცა - Palitra News

ჯო ბაიდენმა დასავლეთ სანაპიროზე დასახლებული ისრაელის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი პალესტინელებზე თავდასხმაში ედებათ, სანქციები დაამტკიცა

2024-02-02 17:15:14+04:00

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დასავლეთ სანაპიროზე დასახლებული ისრაელის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალი პალესტინელებზე თავდასხმაში ედებათ, სანქციები დაამტკიცა.მედიის ინფორმაციით, ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელშიც ნათქვამია, რომ დასავლეთ სანაპიროზე ძალადობამ აუტანელ დონეს მიაღწია. სანქციები 4 ფიზიკური პირისთვის ფინანსური და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.