1. სააპელაციო სასამართლომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა კვლავ პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია პალიტრა ნიუსს ბრალდებულების ადვოკატმა გური იმნაძემ დაუდასტურა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ძალაში დაეტოვებინა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმის გამოყენება, საკმარისი გარემოება არ ჰქონდა. მისი თქმით, შემდეგ სტრატეგიაზე გადაწყვეტილებას დაცვის მხარე, ბრალდებულებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღებს.