გერმანიაში, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლების გაფიცვაა დაგეგმილი. გაფიცვაში მონაწილეობას ავტობუსების, ტრამვაისა და მეტროს მემანქანეები მიიღებენ. მედიის ცნობით, პროტესტი ბავარიის გარდა თითქმის ყველა ფედერალურ შტატს ეხება. ტრანსპორტის პროფკავშირები თავისი 90 ათასი წევრისთვის ხელფასების მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. ბრანდენბურგში გაფიცულების მთავარი მოთხოვნა, ხელფასის 20 პროცენტით გაზრდაა. ანაზღაურების მატების გარდა, პროფკავშირები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მემანქანეებისთვის სამუშაო საათების შემცირებასაც ითხოვს.