გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, დასავლეთმა უკრაინაში რუსეთის დამარცხება უნდა უზრუნველყოს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთის მსგავსი დიქტატორული რეჟიმების მრიდან თავდასხმის რისკი იზრდება. შაპსის განცხადებითვე, დასავლეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ პრობლემა მხოლოდ უკრაინას არ ეხება. მანვე ხაზი გაუსვა, რომ დასავლური ცივილიზებული სამყაროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უკრაინამ საკუთარ ტერიტორიებზე წარმატებას მიაღწიოს.