ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო. გიორგი კალანდარიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, ტექნოლოგიური სიახლეებისა და ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაშიც და პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.