პრეზიდენის რანგში სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე 6 თებერვალს ბოლო წლიური ანგარიშით გამოვა. ზურაბიშვილი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის შემოდგომაზე ეწურება, საკუთარ გამოსვლაში სავარაუდოდ ქვყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავს - მმართველ პარტიაში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს „კონსტიტუციის დამრღვევად“ მოიხსენიებენ. ოპოზიცია პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მის ყოველწიურ მოხსენებას დაესწრება.