მთავრობის ახალი შემადგენლობის არჩევის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალურად იწყება. პარლამენტის ბიუროს დღეს განახლებული მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა წარედგინება. ასევე დაზუსტდება მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკიც. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება. ამის პარალელურად პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად განიხილება ირაკლი კობახიძის მეთაურობით ახალი მტავრობის არჩევის საკითხიც. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან და დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს ახალ მთავრობას.