სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა - Palitra News

სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა

2024-02-02 12:59:14+04:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური (კერძოდ, სხეულის რენტგენო ინსპექტირების მოწყობილობით) დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 610 გრამი) გამოვლინდა.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 67 447.12 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.