ბლუმბერგის ინფორმაციით, აშშ-ის სენატი, მიგრაციისა და უკრაინის დახმარების საკითხებზე საბოლოო შეთანხმებას უახლოვდება. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნება. სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განაცხადებით, აღნიშნული შეთანხმება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი კვირის ბოლომდე გახდება და სენატი პირველ პროცედურულ კენჭისყრას 7 თებერვლამდე ჩაატარებს. „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად თეთრი სახლისგან გადამწყვეტ ზომებს ითხოვენ. ორ პარტიას შორის არსებული უთანხმოების გამო, კონგრესში დამატებითი დაფინანსების პაკეტის დამტკიცებაც შეჩერდა, რაც უკრაინისთვის 61 მილიარდი ამერიკული დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. თეთრ სახლში არაერთხელ განაცხადეს, რომ უკრაინისთვის ახალი სამხედრო მხარდაჭერის დასაფინანსებლად სახსრები აღარ აქვთ და კონგრესმა ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს.