„თეგეტა მოტორსმა“ უზბეკეთში ამერიკული ბრენდი Mobil ოფიციალურად წარადგინა - Palitra News

„თეგეტა მოტორსმა“ უზბეკეთში ამერიკული ბრენდი Mobil ოფიციალურად წარადგინა

2024-02-02 12:28:56+04:00

„თეგეტა მოტორსმა“ უზბეკეთში ამერიკული ბრენდი Mobil ოფიციალურად წარადგინა. ღონისძიებას, რომელიც „ჰილტონ ტაშკენტში“ გაიმართა, უზბეკეთის სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ამერიკულ ბრენდს Mobil-ს, და ასევე უზბეკეთში „თეგეტას“ გეგმების შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიეღოთ. ღონისძიება უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა და მას 200-მდე სტუმარი დაესწრო.