მცხეთა-მთიანეთში, ლამი-მისაქციელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მაგისტრალური არხის და ერთ-ერთი წყალ გამანაწილებლის, ჯამში, 5 კილომეტრა სიგრძის მონაკვეთები მონოლითური რკინა-ბეტონით მოპირკეთდება, ასევე შეკეთდება და აღდგება აღნიშნულ მონაკვეთებზე განთავსებული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, ხოლო არსებული მილხიდები და საფეხმავლო გადასასვლელები ახლით შეიცვლება. პროექტის ღირებულებამ 6 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.