6 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას მოისმენენ - რა მოლოდინები აქვთ დეპუტატებს - Palitra News

6 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას მოისმენენ - რა მოლოდინები აქვთ დეპუტატებს

2024-02-02 12:24:17+04:00

პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენება ახლოვდება. 6 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე დეპუტატები ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას მოისმენენ. „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავს - მმართველ პარტიაში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს „კონსტიტუციის დამრღვევად“ მოიხსენიებენ. ოპოზიციაში კი არ გამორიცხავენ, რომ პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატთა დასწრების შემთხვევაში, შესაძლოა, მხარეთა შორის უთანხმოებაც ვიხილოთ.