სლოვაკეთში სისხლის სამართლის რეფორმის წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მთავრობის მიერ შექმნილი კანონპროექტის წინააღმდეგ, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერით „ჩამოშორდით ჩვენს დემოკრატიას“. ადგილობრივი მედიის ცნობით, მხოლოდ ბრატისლავაში გამართულ აქციაზე 30 000 ადამიანი შეიკრიბა. შეგახსენებთ, რომ ინიცირებული კანონპროექტი გახმაურებულ ფინანსურ დანაშაულებებზე მომუშავე სპეციალური პროკურატურის გაუქმებას ითვალისწინებს.