უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ქვეყანამ, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომში, ძალისხმევა სამი ძირითადი მიზნისკენ უნდა მიმართოს. ზალუჟნის თქმით, უკრაინამ შეიარაღებული ძალების მაღალტექნოლოგიური აქტივებით უზრუნველყოფისთვის ახალი სისტემა უნდა შექმნას, წვრთნისა და ომის ახალი სისტემა დანერგოს და უკრაინა ახალ საბრძოლო საშუალებებს სწრაფად უნდა დაეუფლოს.