ღაზაში მიმდინარე ომისადმი პროტესტის ნიშნად თურქეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა - Palitra News

ღაზაში მიმდინარე ომისადმი პროტესტის ნიშნად თურქეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა

2024-02-02 09:21:03+04:00

ღაზაში მიმდინარე ომისადმი პროტესტის ნიშნად თურქეთში ორმა შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. მათ ერთ-ერთ ქარხანაში მძევლად შვიდი მუშა აიყვანეს. პოლიციამ ქარხნის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა და შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკებების წარმოებას ცდილობდა, თუმცა 9-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ თურქეთის პოლიციამ მძევლების გათავისუფლება მაინც შეძლო. აღნიშნული შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.