ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, ქალაქი ხან-იუნისი „ჰამასის“ მებრძოლებისგან გაათავისუფლეს. მანვე აღნიშნა, რომ ისრაელის ძალებმა “ჰამასს” სერიოზული ზიანი მიაყენეს და ტერორისტულ დაჯგუფებას საბრძოლო მასალა აღარ გააჩნია. გალანტი ხაზს უსვამს, რომ “ჰამასის” 10 000 მებრძოლი მოკლულია, 10 ათასი კი დაჭრილი. მინისტრის განცხადებით, ისრაელის სამხედროების ქმედებები მძევლების დაბრუნების პროცესს კიდევ უფრო მეტად აჩქარებს.