საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორისაა საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, თანამედროვე ტექნოლოგიები და კრიზისულ სიტუაციებში მოქალაქეთა ეფექტიანი დახმარება.
გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდის პერსპექტივები.