ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესს მესამე სექტორის ის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, რომლებიც ამ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებას მათთვის მოწვევა არ გაუგზავნია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასევე მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და მმართველი პარტია დათქმების შესრულებისთვის არაფერს აკეთებს.