პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ირაკლი კობახიძის წარდგენას ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა. მას მიაჩნია, რომ სახელისუფლებო გუნდში მიმდინარე პროცესი პარტიაში არსებული კრიზისის შედეგია. დოლიძე თვლის, რომ „ქართულ ოცნებაში“ საკადრო გადაადგილებები მათ ინტერესებსა და პოლიტიკურ კურსს ვერ შეცვლის. ის ფიქრობს, რომ საზოგადოების მთავარი დაკვეთა არა პარტიაში თანამდებობების გადანაცვლება, არამედ ხელისუფლების შეცვლაა.