ამერიკის შეერთებული შტატები რუსული აგრესიის ფონზე უკრაინელი ხალხის მშვიდობის უზრუნველსაყოფად მუშაობს და ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს კიევის მხარდაჭერა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
თავის გამოსვლაში ისრაელისა და პალესტინის ხალხებზეც ისაუბრა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისრაელელი და პალესტინელი ხალხისთვის მშვიდობის, უსაფრთხოების, ღირსების მოსატანად. მე ამას ვაკეთებ დღე და ღამე. ვმუშაობ ჩვენი მძევლების სახლში დაბრუნებაზე, ჰუმანიტარული კრიზისის შესამსუბუქებლად და ღაზასა და ისრაელში მშვიდობის დამყარებაზე, ორ სახელმწიფოს შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაზე. ორი ხალხისთვის. ჩვენ ასევე ვმუშაობთ უკრაინელი ხალხის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის, რომელიც წარმოუდგენელ გამბედაობასა და გამძლეობას იჩენს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი დახმარება“, - აღნიშნა ბაიდენმა.