გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ - Palitra News

გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ

2024-02-01 19:43:09+04:00

გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. Ruters-ის ინფორმაციით, აეროპორტის თანამშრომლების 24 საათიანი აქცია გერმანიის პროფკავშირების გაერთიანება Verdi-ის ორგანიზებით გაიმართა და დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით 1 100 ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, რამაც გადაადგილების პრობლემა 200 000-ზე მეტ მგზავრს შეუქმნა. ბოლო დღეების განმავლობაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მეტი ხელშეწყობის მიზნით აქციებს საფრანგეთის, ბელგიისა და ავსტრიის პროფკავშირებიც მართავენ.