ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ „ჰამასის“ დელეგაცია დღეს ეგვიპტეში მოლაპარაკებებს გამართავს. კატარის მედიის ცნობით, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე კაიროში ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელთან, გენერალ აბას კამელთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს. 30 იანვარს, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელმა, ისმაილ ჰანიემ დაადასტურა, რომ „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების წინადადება მიიღო.