ლევან ხაბეიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა? - Palitra News

ლევან ხაბეიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

2024-02-01 19:43:06+04:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - პეტრ კუბერნატს შეხვდა. საუბარი შეეხებოდა ევროკავშირში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივას. მხარეებმა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე და არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.