სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა იმუშაოს ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს. ჰერჩინსკიმ განმარტა, რომ მჭიდროდ თანამშრომლობდა წინა მთავრობასთან კანდიდატის სტატუსის მისაღებად და თანამშრომლობა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთანაც გაგრძელდება.