ირაკლი კობახიძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთადერთი ცვლილება განხორციელდება - თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანით ჩანაცვლდება. პრემიერმინისტრობის კანდიდატის თქმით, ბურჭულაძემ ამის სურვილი თავად გამოთქვა. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ ახალი პრემიერი და ახალი სამოქმედო გეგმა ქართულ ოცნებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მოუტანს. სახელისუფლებო გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიცია თვლის, რომ გადაადგილებები ქართულ ოცნებაში არაფერს ცვლის, რადგან გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი პირი- ბიძინა ივანიშვილია. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები სალომე ჯაფარიძემ მოისმინა მეტს ის გვეტყვის