„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. პარტიის ყრილობაზე დელეგატებმა კობახიძის კანდიდატურას მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადეს. რაც შეეხება პარტიის ახალ თავმჯდომარეს, ამ პოსტზე "ქართული ოცნების" რიგით მერვე ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. გაკეთდა განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილის, კობახიძისა და ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან. ვის როგორი სამოქმედო გეგმა ექნება დაკავებულ თანანმდებობაზე და როგორია პრემიერ-მინისტრის დანიშვნის პროცედურული ნაწილი, მარიამ ჩიქოვანი გვეტყვის.