დმიტრო კულება - ევროკავშირის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი „დაღლილობაზე“ ან „მხარდაჭერის შემცირებაზე“ უბრალოდ მცდარია - Palitra News

დმიტრო კულება - ევროკავშირის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი „დაღლილობაზე“ ან „მხარდაჭერის შემცირებაზე“ უბრალოდ მცდარია

2024-02-01 16:25:04+04:00

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის დღევანდელი შეთანხმება კიევისთვის 50 მილიარდ ევროზე ისტორიული მასშტაბის ნაბიჯია.

„ეს ცხადყოფს, რომ ნებისმიერი საუბარი ვითომდა „დაღლილობაზე“ ან „მხარდაჭერის შემცირებაზე“ უბრალოდ მცდარია“, - წერს მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი თქმით, ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ძალა და უნარი მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სხვებისგან დამოუკიდებლად.

„ევროკავშირი ხელმძღვანელობს გზას და მაგალითს აძლევს დანარჩენ მსოფლიოს“, - წერს კულება.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა დღეს, სპეციალურ სამიტზე, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.