დიდუბის რაიონში აკაკი წერეთლის გამზირზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა. რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვალა და განახლდა ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაცია, მათ შორის წყალმომარაგების,, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. გამზირის ერთ მხარეს დასრულებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა და LED ლამპიონების მონტაჟი, ხოლო მეორე ნაწილში აღნიშნული სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.უახლოეს პერიოდში, დასრულდება შუქნიშნების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების ,ტროტუარების მოწყობისა და , გამწვანების სამუშაოები. თბილისის მერიის ინფორმაციით, დარჩენილ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიები მარტის თვეში დასრულებენ.